ლოს-ანჯელესში ღვინის გამოფენაზე რვა ქართული მარანი იყო წარმოდგენილი

ლოს-ანჯელესში ღვინის გამოფენაზე რვა ქართული მარანი იყო წარმოდგენილი

ღვინის მწარმოებელმა რვა მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე “RAW Wine” აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ღვინოები წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „ბაიას ღვინო“, „იბერიული“, „მარანი სილოვანი“, „მუშკუდიანის მარანი“, „ნიკალას მარანი“, „ანაპეა“, „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი“ და „ველინო“ ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.

“RAW Wine (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება”, – იტყობინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…